საქართველო–თურქმენეთის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე - რა შეთანხმებებზე ისაუბრეს ლიდერებმა? - Palitra News

საქართველო–თურქმენეთის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე - რა შეთანხმებებზე ისაუბრეს ლიდერებმა?

2026-07-17 12:12:56+04:00

გუშინ, საქართველო-თურქმენეთის ბიზნესფორუმი ირაკლი კობახიძემ და თურქმენეთის პრეზიდენტმა, სერდარ ბერდიმუჰამედოვმა გახსნეს. პრემიერ-მინისტრმა ყურადღება ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებასა და შუა დერეფანში საქართველოს როლის გაძლიერებაზე გაამახვილა. მან აღნიშნა, რომ რკინიგზის მოდერნიზაცია, აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალი და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ქვეყნის სატრანზიტო შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გააძლიერებდა. ამასთანავე, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში ორი ქვეყნის ლიდერებს შორის მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომლის შემდეგაც ირაკლი კობახიძეს და სერდარ ბერდიმუჰამედოვს საერთო პრესკონფერენცია ჰქონდათ - რაზე ისაუბრეს ლიდერებმა?