ირაკლი ჭეიშვილი - მარკო რუბიოს მხრიდან მაკა ბოჭორიშვილის სამიტზე მიწვევა ნიშნავს, რომ ჩვენ ურთიერთობის ახალ ეტაპზე ვართ გადასული - კიდევ ბევრი სხვა ოფიციალური შეხვედრა გვექნება აშშ-ში - Palitra News

ირაკლი ჭეიშვილი - მარკო რუბიოს მხრიდან მაკა ბოჭორიშვილის სამიტზე მიწვევა ნიშნავს, რომ ჩვენ ურთიერთობის ახალ ეტაპზე ვართ გადასული - კიდევ ბევრი სხვა ოფიციალური შეხვედრა გვექნება აშშ-ში

2026-07-17 12:09:26+04:00

მარკო რუბიოს მხრიდან მაკა ბოჭორიშვილის სამიტზე მიწვევა ნიშნავს, რომ ჩვენ ურთიერთობის ახალ ეტაპზე ვართ გადასული - ჩვენ კიდევ ბევრი სხვა ოფიციალური შეხვედრა გვექნება აშშ-ში, იქნება ურთიერთთანამშრომლობა, მეტი სამიტი, მეტი მოწვევა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ჭეიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, მიწვევა აჩვენებს იმას, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვის პროცესი დიდი ხანია დაწყებულია.

„ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს. როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ასეთ მნიშვნელოვან სამიტზე მიგიწვევს, აჩვენებს იმას, თუ რა ურთიერთობა გვაქვს ჩვენ დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობასთან. აჩვენებს იმას, რომ გადატვირთვის პროცესი უკვე დიდი ხანია დაწყებულია. ჩვენ ამერიკის შეერთებული შტატებთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე ვართ გადასული და [მიწვევა] ზუსტად ამას უსვამს ხაზს. ჩვენ კიდევ ბევრი სხვა ოფიციალური შეხვედრა გვექნება ამერიკის შეერთებული შტატებში. მთავარია ურთიერთობის პროცესი დაწყებულია, ახალ ეტაპზე ვართ გადასული, იქნება ურთიერთთანამშრომლობა, მეტი სამიტი, მეტი მოწვევა და ა.შ. ასე რომ, მხოლოდ პოზიტიურ ჭრილში შევაფასებ ამ კონკრეტულ შეხვედრას,“ - განაცხადა ჭეიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიწვევით, მონაწილეობა მიიღო მინისტერიალში - „პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ". ღონისძიება ვაშინგტონში გაიმართა და მასში 60-მდე ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა.