დონალდ ტრამპი - ირანში დიდ გამარჯვებას ვაღწევთ და თქვენ ამ შრომის ნაყოფს ძალიან, ძალიან მალე იხილავთ - Palitra News

დონალდ ტრამპი - ირანში დიდ გამარჯვებას ვაღწევთ და თქვენ ამ შრომის ნაყოფს ძალიან, ძალიან მალე იხილავთ

2026-07-17 10:19:28+04:00

ჩვენ გვყავს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი და ძლევამოსილი სამხედრო ძალები. მე ის ჩემი პირველი ვადის განმავლობაში შევქმენი და სამწუხაროდ, ახლა იძულებულნი ვართ გამოვიყენოთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომელმაც აშშ-ის მოსახლეობას თეთრი სახლიდან მიმართა.

მისი მტკიცებით შეერთებული შტატები ირანში დიდ გამარჯვებას აღწევს.

„ირანში დიდ გამარჯვებას ვაღწევთ და თქვენ ამ შრომის ნაყოფს ძალიან, ძალიან მალე იხილავთ", - აღნიშნა ტრამპმა.

ცნობისთვის, აშშ-ის ძალები ზედიზედ მეექვსე ღამეა ირანზე საჰაერო დარტყმებს ახორციელებს.