„რიყის დოქების“ დემონტაჟს შენობის ავტორი, იტალიური არქიტექტურული სტუდია Fuksas, კულტურულად მცდარ გადაწყვეტილებად აფასებს - Palitra News

„რიყის დოქების“ დემონტაჟს შენობის ავტორი, იტალიური არქიტექტურული სტუდია Fuksas, კულტურულად მცდარ გადაწყვეტილებად აფასებს

2026-07-17 09:20:42+04:00

„რიყის დოქების“ დემონტაჟს შენობის ავტორი, იტალიური არქიტექტურული სტუდია Fuksas, კულტურულად მცდარ გადაწყვეტილებად აფასებს. არქიტექტორების განცხადებით, ბოლო თვეებში საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ შესთავაზეს პროექტის შენარჩუნებისა და მისთვის ახალი ფუნქციის მოძიების გზები, თუმცა პასუხი ვერ მიიღეს. მათივე შეფასებით, საერთაშორისო აღიარების მქონე არქიტექტურული ნაგებობის დანგრევა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი კულტურული დანაკარგი იქნება. ჯგუფი ასევე მიუთითებს, რომ ობიექტი სახელმწიფო სახსრებით აშენდა და მისი დემონტაჟი დამატებით საბიუჯეტო ხარჯებს მოითხოვს, მაშინ როდესაც შენობის აღდგენა და ხელახალი გამოყენება უფრო ეფექტიანი გამოსავალი შეიძლება იყოს. მათი შეფასებით, თბილისს შესაძლებლობა აქვს ეს სივრცე თანამედროვე განვითარების სიმბოლოდ აქციოს.