ოპოზიციაში აცხადებენ, რომ საქართველო ევროინტეგრაციის გზას სულ უფრო მეტად შორდება - Palitra News

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ საქართველო ევროინტეგრაციის გზას სულ უფრო მეტად შორდება

2026-07-17 09:16:46+04:00

ევროკავშირთან ურთიერთობების შესახებ მმართველი გუნდის განცხადებების ფონზე, ოპოზიციაში აცხადებენ, რომ საქართველო ევროინტეგრაციის გზას სულ უფრო მეტად შორდება. ხელისუფლების წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ ევროკავშირს საქართველო იმაზე მეტად სჭირდება, ვიდრე საქართველოს. მათივე მტკიცებით, საბოლოოდ ბრიუსელს თბილისთან თანამშრომლობა მაინც მოუწევს. ამავდროულად, ოპოზიციის წარმომადგენლების შეფასებით, მსგავსი გზავნილები ადასტურებს, რომ ხელისუფლების რეალური მიზანი ევროინტეგრაცია აღარაა. მათივე თქმით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკა საქართველოს რუსეთთან დაახლოებას ხელს უწყობს და ევროკავშირთან ურთიერთობებს კიდევ უფრო ამძიმებს. ხელისუფლების ოპონენტები ასევე ვარაუდობენ, რომ მსგავსი რიტორიკის გაგრძელებამ შესაძლოა მმართველი გუნდის ლიდერებისა და ბიძინა ივანიშვილის მიმართ დამატებითი სანქციების დაწესება გამოიწვიოს.