ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის დროებით მოვალეობის შემსრულებელს, ენგევი ხმარას თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შესრულება დაავალა - Palitra News

ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის დროებით მოვალეობის შემსრულებელს, ენგევი ხმარას თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შესრულება დაავალა

2026-07-16 21:41:14+04:00

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის დროებით მოვალეობის შემსრულებელს, ენგევი ხმარას თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შესრულება დაავალა.

ამის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

„დავავალე ევგენი ხმარას შეასრულოს [თავდაცვის] მინისტრის მოვალეობები, თავდაცვის სფეროს რეფორმირების გაგრძელება და უკრაინისთვის ყველა იმ შედეგის უზრუნველყოფა, რომელზეც ვისაუბრეთ.

მას შემდეგ რაც ყველა შესაბამისი იურიდიული პროცედურა იქნება დაცული, მივმართავ დეპუტატებს თხოვნით, რომ მხარი დაუჭირონ ევგენი ხმარას კანდიდატურას უკრაინის თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე“,- წერს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ის ხმარას შეხვდა და აღნიშნა, რომ არსებობს „სტრატეგიული ხედვა იმისა, თუ როგორ იმოქმედოს უკრაინამ აქტიურად მომავალშიც საკუთარი დამოუკიდებლობის დასაცავად და რუსეთის დიპლომატიისკენ იძულებისთვის”.

ზელენსკის თქმით, ხმარამ დიდი გამოცდილება შეიძინა ტექნოლოგიური დარტყმითი ოპერაციების ჩატარებაში და „სწორედ ამაზე უნდა ფოკუსირდეს ჩვენი თავდაცვა ამ ომში”.