რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს შესახებ დასავლეთის შეფასებებს აკრიტიკებს - როგორია პოლიტიკური სპექტრის შეფასებები - Palitra News

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს შესახებ დასავლეთის შეფასებებს აკრიტიკებს - როგორია პოლიტიკური სპექტრის შეფასებები

2026-07-16 21:15:32+04:00

დასავლეთის შეფასებები საქართველოს შესახებ მცდარია - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ, განაცხადა. მისი კომენტარი ირაკლი კობახიძის განცხადებას მოჰყვა, რომელშიც პრემიერ-მინისტრმა ეუთო და ევროპული ინსტიტუტები საქართველოში ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მცდელობის მხარდაჭერაში დაადანაშაულა. ჟურნალისტის შეკითხვაზე, ეთანხმებოდა თუ არა კობახიძის პოზიციას, ზახაროვამ პრემიერის შეფასებები დადებითად შეაფასა. მან ასევე განაცხადა, რომ საქართველოს შიდა საქმეებში გარე ჩარევის მცდელობები მიმდინარეობს და, მისი თქმით, ქვეყნის დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის მიუღებელია. ზახაროვას განცხადებებს თბილისში პოლიტიკური გამოხმაურება მოჰყვა - შეფასებები როგორც მმართველ გუნდში, ისე ოპოზიციურ სპექტრში გაკეთდა.