რა პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს უკრაინის შიგნით, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს მინისტრის ცვლილებას და რა შედეგები მოიტანა ამ დრომდე განხორციელებულმა უკრაინულმა შეტევებმა რუსეთის სამხედრო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე - Palitra News

რა პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს უკრაინის შიგნით, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს მინისტრის ცვლილებას და რა შედეგები მოიტანა ამ დრომდე განხორციელებულმა უკრაინულმა შეტევებმა რუსეთის სამხედრო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე

2026-07-16 21:14:14+04:00

რუსეთის ენერგეტიკულ სექტორზე ზეწოლა გრძელდება - უკრაინა შორი მოქმედების იარაღით სტრატეგიულ ობიექტებზე დარტყმებს აგრძელებს და აცხადებს, რომ ამ ოპერაციების მიზანი რუსეთის სამხედრო პოტენციალის შემცირებაა. პარალელურად, მნიშვნელოვანი პროცესები ვითარდება თავად უკრაინაშიც. თავდაცვის მინისტრის გადადგომამ საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია, რასაც საპროტესტო აქციებიც მოჰყვა.