ე.წ. საბოტაჟის საქმეზე დაცვისა და ბრალდების მხარეები მოწმის ჩვენებას განსხვავებულად აფასებენ - Palitra News

ე.წ. საბოტაჟის საქმეზე დაცვისა და ბრალდების მხარეები მოწმის ჩვენებას განსხვავებულად აფასებენ

2026-07-16 21:12:37+04:00

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული 8 პოლიტიკოსის პროცესი გაიმართა, რომელსაც ერთ-ერთი ბრალდებული, ბადრი ჯაფარიძეც ესწრებოდა. სხდომაზე პროკურატურის მოწმის სახით ნინო ონიანი გამოიკითხა. დაცვის მხარის განცხადებით, მოწმის ინფორმაციით, მას წყარომ რაციის ჩანაწერები გადასცა, თუმცა თავად არ იცის, თუ ვინ საუბრობს ამ ჩანაწერებში. ადვოკატის განმარტებით, ჩანაწერებში „მოლოტოვის კოქტეილებთან“ დაკავშირებული საუბარი ისმის. პროცესის შემდეგ პროკურორმა, ანი ხუბეჯაშვილმა განაცხადა, რომ მოწმის ჩვენებას სარწმუნოდ მიიჩნევს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები კი საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად აფასებენ და აცხადებენ, რომ მათი მიზანი ხელისუფლების ოპონენტების დაპატიმრებაა, მაშინ როცა დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებები, მათივე შეფასებით, არ არსებობს.