საგარეჯოში ავტობუსი გზიდან გადავარდა, რის შედეგადაც მძღოლი დაიღუპა, სამი მგზავრი კი დაშავდა - Palitra News

საგარეჯოში ავტობუსი გზიდან გადავარდა, რის შედეგადაც მძღოლი დაიღუპა, სამი მგზავრი კი დაშავდა

2026-07-16 20:30:06+04:00

საგარეჯოში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

შემთხვევა სოფელ ბადიაურში ცოტა ხნის წინ მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით მუნიციპალური ავტობუსი ნაწვიმარ ასფალტზე, სავარაუდოდ, მოცურდა და გადაბრუნდა, შედეგად მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, სამი მგზავრი კი დაშავდა.

დაშავებულები საავადმყოფოში არიან მოთავსებული და წინასწარი შეფასებით მათი

მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.