ვინ რა მიიღო საჩუქრად - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" კვლევის შედეგები - Palitra News

ვინ რა მიიღო საჩუქრად - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" კვლევის შედეგები

2026-07-16 15:54:03+04:00

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ თანამდებობის პირების მიერ დეკლარირებული საჩუქრების შესწავლის შედეგებს აქვეყნებს. ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2025 წლის სექტემბრიდან 2026 წლის აპრილამდე პერიოდში 379-მა თანამდებობის პირმა 24 მილიონი ლარის ოდენობის საჩუქარი მიიღო. ორგანიზაციის ინფორმაციით, თანამდებობის პირებმა ფულადი საჩუქრის სახით 11 მილიონი ლარი მიიღეს, ხოლო უძრავი ქონების სახით 12 მილიონი ლარი. ასევე, საჩუქრად მიიღეს ავტომობილები, იარაღი და სამკაული. საკითხს ეხმაურებიან პოლიტიკოსები.