ფულადი გზავნილები გაიზარდა - ყველაზე მეტი თანხა კვლავ ამერიკის შეერთებული შტატებიდან გადმოირიცხა - Palitra News

ფულადი გზავნილები გაიზარდა - ყველაზე მეტი თანხა კვლავ ამერიკის შეერთებული შტატებიდან გადმოირიცხა

2026-07-16 13:58:54+04:00

ფულადი გზავნილები გაიზარდა - ყველაზე მეტი თანხა კვლავ ამერიკის შეერთებული შტატებიდან გადმოირიცხა. ეროვნული ბანკის ანგარიშიდან ირკვევა, რომ მიმდინარე წლის ივნისში, საქართველოში ფულადი გზავნილები წლიურად 10.4%-ით გაიზარდა და 348 მლნ დოლარს გადააჭარბა. ცნობისთვის, გასული წლის ივნისში ეს მაჩვენებელი 315.5 მლნ დოლარი იყო. ანგარიშის თანახმად, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 97.3% იმ 28 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა ივნისში თითოეულზე 1 მლნ დოლარს აღემატებოდა.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ქვეყნების წილი მთლიან ჩარიცხვებში 42.21%-ს შეადგენდა - ჯამში ევროკავშირის ქვეყნებიდან თითქმის 147 მლნ დოლარის ფულადი გზავნილი შემოვიდა. რაც შეეხება ქვეყნებს, როგორც უკვე გითხარი, ლიდერობს ამერიკის შეერთხებული შტატები, საიდანაც მხოლოდ ერთ თვეში 66 მილიონ დოლარზე მეტი ფულადი გზავნილი გადმოირიცხა და ეს მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით გაზრდილია 19%-ით. მეორე ადგილზე ფულადი გზავნილების მოცულობით იტალიაა, საიდანაც საქართველომ 54 მილიონ დოლარზე მეტი მიიღო და აქაც ზრდა გვავს წინა წელთან შედარებით 15.56%-ით. მას დაახლოებით 51 მილიონი დოლარის ფულადი გზავნილებით რუსეთი მოსდევს და დაახლოებით 15%-ით იქიდანაც გაზრდილია გადმორიცხვები გასულ წელთან შედარებით.