მედია - რუსეთის ქალაქებში, სარატოვსა და ენგელსში დრონებით თავდასხმა განხორციელდა - Palitra News

მედია - რუსეთის ქალაქებში, სარატოვსა და ენგელსში დრონებით თავდასხმა განხორციელდა

2026-07-16 11:00:30+04:00

რუსეთის ქალაქებში, სარატოვსა და ენგელსში აფეთქებების ხმა ისმოდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, სარატოვსა და ენგელსში დრონებით თავდასხმა განხორციელდა, რის შემდეგადაც ქალაქებში აფეთქებები მოხდა.

„ტელეგრამ“ არხის Astra-ს ცნობით, დრონებით იერიში ენგელსის სამხედრო აეროდრომზე განხორციელდა.

დარტყმების შემდეგ ენგელსის აეროდრომის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.