კირ სტარმერი თანამდებობის დატოვებამდე რამდენიმე დღით ადრე კიევში ჩავა - Palitra News

კირ სტარმერი თანამდებობის დატოვებამდე რამდენიმე დღით ადრე კიევში ჩავა

2026-07-16 10:44:27+04:00

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი თანამდებობის დატოვებამდე რამდენიმე დღით ადრე კიევში ჩავა. ინფორმაციას Sky News-ი დიდი ბრიტანეთის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

კიევში ვიზიტის ფარგლებში კირ სტარმერი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.

კირ სტარმერმა უკრაინაში ვიზიტამდე განცხადება გაავრცელა.

„როდესაც პრემიერ-მინისტრი გავხდი, ვიცოდი, რომ დიდ ბრიტანეთს უკრაინისთვის მხარი არა მხოლოდ კონკრეტულ მომენტში უნდა დაეჭირა, არამედ მას გრძელვადიანი უსაფრთხოების მშენებლობაში უნდა დახმარებოდა. ვამაყობ დიდი ბრიტანეთის მიერ შეტანილი წვლილით. ეს მუშაობა და უკრაინის მიმართ ჩვენი ურყევი მხარდაჭერა გაგრძელდება“, - განაცხადა კირ სტარმერმა.