სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სასაკლაოების წარმომადგენლებთან ნარჩენების მართვის რეფორმა განიხილა - Palitra News

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სასაკლაოების წარმომადგენლებთან ნარჩენების მართვის რეფორმა განიხილა

2026-07-15 20:34:17+04:00

სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, სასაკლაოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, რომელზეც ცხოველური წარმოშობის ნარჩენების კატეგორიზაციის და მართვის რეფორმა განიხილეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების წარმომადგენლებმა, ბიზნესსექტორს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან დაკავშირებით, სამუშაო ფორმატში განიხილეს სასაკლაოების მოწყობის ზოგადი წესები და ნარჩენების მართვის საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა თანადაფინანსების პროგრამებზე, რომლებსაც სოფლის განვითარების სააგენტო ინფრასტრუქტურის მოწყობის მიმართულებით სასაკლაოებს სთავაზობს. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის პოლიტიკის დეპარტამენტის, სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის განვითარების სააგენტოს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.