ტრამპი: რუსეთ-უკრაინის ომი შესაძლოა ჩემი საპრეზიდენტო ვადის დასრულებამდე დასრულდეს - Palitra News

ტრამპი: რუსეთ-უკრაინის ომი შესაძლოა ჩემი საპრეზიდენტო ვადის დასრულებამდე დასრულდეს

2026-07-15 20:31:30+04:00

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთსა და უკრაინას შორის ომი შესაძლოა მისი საპრეზიდენტო ვადის დასრულებამდე დასრულდეს. ამის შესახებ ტრამპმა Fox News-ის ჟურნალისტ ტრეი ინგსტთან ინტერვიუში ისაუბრა. ტრამპის თქმით, მას როგორც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, ისე უკრაინის პრეზიდენტთან კარგი ურთიერთობა აქვს და მიაჩნია, რომ შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია. აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პუტინთან საუბრისას მუდმივად მოუწოდებს საომარი მოქმედებების შეწყვეტისკენ.