„ნაციონალური მოძრაობისა“ და ოპოზიციური ალიანსის თანამშრომლობის საკითხი კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშაა - Palitra News

„ნაციონალური მოძრაობისა“ და ოპოზიციური ალიანსის თანამშრომლობის საკითხი კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშაა

2026-07-15 20:29:25+04:00

ნაციონალური მოძრაობისა და ოპოზიციური ალიანსის თანამშრომლობის საკითხი კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. თუ ექსპრეზიდენტი და მისი თანაგუნდელები ალიანსის წევრებს, პარტიისადმი დამოკიდებულებას უწუნებენ, საპასუხოდ, გაერთიანებაში შემავალი პოლიტიკური ჯგუფები, მათ შორის, ყველაზე აქტიურად, პარტია ფედერალისტები, მიხეილ სააკაშვილს ოპოზიციის დეზორიენტაციაში ადანაშაულებს. საინფორმაციო ხმაური და ლიდერობის სურვილი - ასე აფასებენ ექსპრეზიდენტის განცხადებებს. ერთობა თუ დამოუკიდებელი ბრძოლის გზა - ოპოზიციურ ფლანგზე სამოქმედო გეგმებში ყველა ერთიანი არ არის. ნაწილი ერთობაზე აქცენტირებს, ნაწილი არჩევნების უალტერნატივობაზე. უახლოეს მომავალში გადაწყდება, ნაციონალური მოძრაობის ხაზიც, შეუერთდება თუ არა პარტია იმ ჯგუფებს, რომლებმაც ოპონირების ინდივიდუალური გზა აირჩიეს.