ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამართალდამცველებმა 121 პირი დააკავეს - Palitra News

ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამართალდამცველებმა 121 პირი დააკავეს

2026-07-15 20:26:12+04:00

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 121 პირი დააკავეს. მათ შორის ნარკორეალიზაციის სქემაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 59 პირია. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის დავით კიკნაძის ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. ჩხრეკის შედეგად ამოღებულიასხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები, მათ შორის: ,,მეთადონი", „ალფა-პვპ“, „კოკაინი“, „კეტამინი“, „ბუპრენორფინი“, „მარიხუანა“ და მცენარე „კანაფი“.