ზურა ჯაფარიძეს სკუტერით გადაადგილებისას მანქანა დაეჯახა - პოლიტიკოსს კლინიკაში გამოკვლევები უტარდება - Palitra News

ზურა ჯაფარიძეს სკუტერით გადაადგილებისას მანქანა დაეჯახა - პოლიტიკოსს კლინიკაში გამოკვლევები უტარდება

2026-07-15 14:10:48+04:00

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ზურა- გირჩი ჯაფარიძეს, მანქანა დაეჯახა. პარტიის ინფორმაციით, ის სკუტერით გადაადგილდებოდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კოალიციის პრესსამსახურში განუცხადეს, შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

ზურა ჯაფარიძე ამ დროისთვის კლინიკა „მედიქლაბში“ იმყოფება. ას გამოკვლევები უტარდება.

პარტიის ცნობით, პოლიტიკოსს მცირე სახის დაზიანებები აღენიშნება.