რა ხდება რუსეთ-უკრაინის ფრონტზე - Palitra News

რა ხდება რუსეთ-უკრაინის ფრონტზე

2026-07-15 12:42:27+04:00

უკრაინა სამხედრო ოპერაციებს აგრძელებს, ხოლო რუსეთი საჰაერო იერიშებს კვლავ აძლიერებს. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, ოპერაციის მე-19 დღეს უკრაინამ რუსეთის რამდენიმე რეგიონს შეუტია და არაოფიციალური მონაცემებით, დაახლოებით 15 ნავთობგადამამუშავებელი ობიექტი დააზიანა. ამავდროულად, რუსეთი უკრაინის დასახლებულ პუნქტებზე საჰაერო დარტყმებს განაგრძობს. უკრაინული მედიის ცნობით, რომელიც გაეროს ადამიანის უფლებათა მონიტორინგის მისიას ეყრდნობა, ივნისში რუსეთის იერიშების შედეგად 293 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 1 990 კი დაშავდა. ეს 2022 წლის აპრილის შემდეგ ერთ თვეში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.