როგორ ეხმაურებიან თბილისში ვლადიმერ პუტინისა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ლიდერის მოვალეობის შემსრულებლის შეხვედრას - Palitra News

როგორ ეხმაურებიან თბილისში ვლადიმერ პუტინისა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ლიდერის მოვალეობის შემსრულებლის შეხვედრას

2026-07-15 12:40:34+04:00

კრემლში ვლადიმერ პუტინისა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ლიდერის მოვალეობის შემსრულებლის, მარატ კამბოლოვის შეხვედრა საქართველოში პოლიტიკურ შეფასებებს იწვევს. შეხვედრაზე ოკუპირებული რეგიონის რუსეთთან ინტეგრაციისა და სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. კამბოლოვმა რუსეთის ფედერაციასთან მჭიდრო კავშირის კურსი კიდევ ერთხელ დაადასტურა, ხოლო კრემლმა რეგიონის მხარდაჭერის გაგრძელების მზადყოფნა გამოხატა. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ეს კიდევ ერთი სიგნალია, რომელიც აჩვენებს - მოსკოვი ოკუპირებულ ტერიტორიებს საკუთარი გავლენის სივრცედ განიხილავს.