სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ საწარმოს საწარმოო პროცესი შეუჩერა - Palitra News

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ საწარმოს საწარმოო პროცესი შეუჩერა

2026-07-15 10:16:57+04:00

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ საწარმოს საწარმოო პროცესი შეუჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

“სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს თევზის შესაბოლ საწარმოში - შპს “კობი თევზი” ( მის: ქ. თბილისი, ქიზიყის ქ. N62; ს/კ 400330600 ). შემოწმებისას გამოვლინდა კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები: ვადაგასული სურსათი, ჰიგიენური ნორმების, ეტიკეტირების და მიკვლევადობის წესების დარღვევა. გარდა ამისა, ბიზნესოპერატორი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა. კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუსაბამობების გამოსწორებამდე საწარმოო პროცესი შეუჩერდა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.