სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქვეყნის ცხრა რეგიონში ჩატარებული ოპერაციის შედეგად 28 პირი დააკავა.
გამოძიება ქრთამის აღების, სახელმწიფო ქონებისა და მიწების თაღლითურად დაუფლების, ყალბი დოკუმენტების დამზადებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებს მოიცავს. სუს-ის ინფორმაციით, საქმეების ნაწილი სახელმწიფო შესყიდვებში გამოვლენილ დარღვევებს უკავშირდება, რის შედეგადაც სახელმწიფოს ასობით ათასი ლარის ზიანი მიადგა. უწყებაში აცხადებენ, რომ კორუფციასთან ბრძოლა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება და მსგავსი დანაშაულების გამოვლენა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.