როიტერსის ინფორმაციით, მეხანძრეები პარიზის მახლობლად მდებარე ფონტენბლოს ტყეში ხანძარს ებრძვიან - Palitra News

როიტერსის ინფორმაციით, მეხანძრეები პარიზის მახლობლად მდებარე ფონტენბლოს ტყეში ხანძარს ებრძვიან

2026-07-14 15:39:18+04:00

როიტერსის ინფორმაციით, მეხანძრეები პარიზის მახლობლად მდებარე ფონტენბლოს ტყეში ხანძარს ებრძვიან. ფონტენბლოს ისტორიულ ტყეში ხანძარი უკვე რამდენიმე დღეა მძვინვარებს. პოლიციამ ხანძრის გაჩენის ბრალდებით, სულ მცირე, ორი ადამიანი დააკავა. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ლორან ნუნესმა განაცხადა, რომ ხანძარი კონტროლს არ ექვემდებარება და ფონტენ ბლოს სასახლიდან რამდენიმე კილომეტრშია გავრცელებული. ასევე, შინაგან საქმეთა მინისტრის ცნობით, ფონტენბლოს ტყეში ხანძრისა და კიდევ ერთი ხანძრის კერის შედეგად 1300 ჰექტარი ტერიტორია დაიწვა. მისი თქმით, საფრანგეთში ტყის ხანძრების გაჩენის ბრალდებით უკვე 59 ადამიანი დააკავეს. ტყის ხანძრებს ებრძვიან ესპანეთშიც, სადაც ალმერიის პროვინციაში გაჩენილ ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლა.