უკრაინის უმაღლესმა რადამ საომარი მდგომარეობა და მობილიზაცია ოქტომბრის ბოლომდე გაახანგრძლივა - Palitra News

უკრაინის უმაღლესმა რადამ საომარი მდგომარეობა და მობილიზაცია ოქტომბრის ბოლომდე გაახანგრძლივა

2026-07-14 14:30:57+04:00

უკრაინის უმაღლესმა რადამ საომარი მდგომარეობა და მობილიზაცია ოქტომბრის ბოლომდე გაახანგრძლივა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უმაღლესმა რადამ საომარი მდგომარეობისა და მობილიზაციის გაგრძელების შესახებ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ წარდგენილ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა.

საომარი მდგომარეობის გაგრძელების შესახებ კანონპროექტს მხარი 313-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო მობილიზაციის ვადის გაგრძელების შესახებ კანონპროექტს ხმა 311-მა დეპუტატმა მისცა.

უკრაინაში საომარი მდგომარეობა და მობილიზაცია 2 აგვისტოდან 31 ოქტომბრამდე გახანგრძლივდა.