სტიქიიდან მესამე დღე თელავში - 24-საათიან რეჟიმში აგრძელებს მუშაობას მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა. კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის პლატონ კალმახელიძის ინფორმაციით, თელავში სტიქიის შემდეგ გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, დაგეგმილია თელავის ხევის გაწმენდა, რის შემდეგაც დაიგეგმება მისი რეაბილიტაცია. რაც შეეხება სხვა სოფლებს, რომელიც სტიქიამ დააზიანა, რწმუნებულის ინფორმაციით, რამდენიმე სოფელს წყალი ამ დრომდე არ მიეწოდება, თუმცა მოსახლეობას წყალს მობილური ავზებით მიაწვდიან. სტიქიის ზონაში გაწმენდითი სამუშაოებში სოფლებიდან მოხალისეთა ჯგუფებიც არიან ჩართულები. ამ დროისთვის სრულად აღდგენილია გაზმომარაგება. პრობლემა რჩება სტიქიის ზონაში ელექტროენერგია და ნაწილობრივ წყალი. საგანგებო რეჟიმში მუშაობს ოპერატიული შტაბიცარსებული ინფორმაციით, სტიქიის შედეგად გამოწვეული ზარალი იმდენად დიდია, რომ მის აღმოფხვრას ადგილობრივი ბიუჯეტი ვერ გაწვდება.