ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებთან ინტეგრაციის პროცესს აგრძელებს - რა ხდება საქართველოსთან დაკავშირებით - Palitra News

ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებთან ინტეგრაციის პროცესს აგრძელებს - რა ხდება საქართველოსთან დაკავშირებით

2026-07-14 12:33:12+04:00

ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებთან ინტეგრაციის პროცესს აგრძელებს - დღეს ბრიუსელში ევროკავშირი რამდენიმე ქვეყანასთან მათ შორის მოლდოვასთან და უკრაინასთან გაწერვრიანების შესახებ მორიგ კონფერენაციებს გამართავს. სანამ ცალკეული ევროპული ქვეყნები პროგრესს აგრძელებენ, საქართველოს შესახებ ბრიუსელიდან ისევ კრიტიკული გზავნილები ისმის. მკაცრი შეფასებები აისახა, რეზოლუციებსა თუ ანგარიშებში. ევროკავშირი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობა პრაქტიკულად შეწყვეტილია და მხარდაჭერის მთავარ ადრესატად ქართველ ხალხს განიხილავს. ოპოზიციას მიაჩნია რომ ის რაც კაია კალასმა გუშინდელი სხდომის დაწყებამდე გაახმოვანა, იმ იზოლაციონისტური მიდგომის შედეგია, რაც ბოლო წლების განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ აირჩია.