„ჰუსიტებმა“ საუდის არაბეთის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
იემენელმა „ჰუსიტებმა“ საუდის არაბეთზე სარაკეტო იერიში მას შემდეგ განახორციელეს, რაც ორშაბათს, საუდის არაბეთი მათ მიერ კონტროლირებად სანას საერთაშორისო აეროპორტზე დარტყმებში დაადანაშაულეს.
„ჰუსიტების“ სამხედრო წარმომადგენელმა იაჰია სარიმ განაცხადა, რომ სარაკეტო თავდასხმა საუდის არაბეთის აბჰას საერთაშორისო აეროპორტზე განახორციელეს.
იემენში საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედი სამხედრო კოალიციის წარმომადგენლის ცნობით, თავდაცვის ძალებმა „ჰუსიტების“ მიერ გაშვებული რაკეტები გაანეიტრალეს.
„ჰუსიტების“ მიერ საუდის არაბეთის წინააღმდეგ განხორციელებული დარტყმები პირველი შემთხვევაა მას შემდეგ, რაც 2022 წლის მარტში მხარეებს შორის არაფორმალური ცეცხლის შეწყვეტა ძალაში შევიდა.