რუსეთში დრონით თავდასხმის შედეგად „გაზპრომის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იწვის - Palitra News

რუსეთში დრონით თავდასხმის შედეგად „გაზპრომის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იწვის

2026-07-14 10:00:20+04:00

რუსეთის ბაშკირეთის რესპუბლიკაში, უკრაინის საზღვრიდან 1400 კილომეტრში მდებარე „გაზპრომ ნეფტეხიმ სალავატის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონით თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია „ტელეგრამ“ არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინული მედია განმარტავს, რომ “გაზპრომ ნეფტეხიმ სალავატი“ რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა და წელიწადში დაახლოებით 10 მილიონ ტონა ნავთობს ამუშავებს.

ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქებების ხმები ისმოდა რუსეთის კრასნოდარის მხარის ქალაქ გელენჯიკში. აფეთქებების შემდეგ აეროპორტის მახლობლად მასშტაბური ხანძარი გაჩნდა.