შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა, გიგლა თამაზაშვილმა და სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, გიორგი ქოჩიაშვილმა სამუშაო შეხვედრაზე რეგიონში საირიგაციო სისტემების არსებული მდგომარეობა და მუნიციპალიტეტების მიხედვით განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი სამელიორაციო პროექტები განიხილეს. შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს იმ პროექტებზე, რომელთა განხორციელებასაც „საქართველოს მელიორაცია“ მიმდინარე წელს გეგმავს. რეგიონში 4500 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდების გასაუმჯობესებლად, მიმდინარე წელს 22 მლნ ლარამდე ღირებულების სარეაბილიტაციო პროექტების დაწყებაა დაგეგმილი. ხანჩალის წყალსაცავის რეაბილიტაციის მიზნით, წელსვე იგეგმება დეტალური საინჟინრო პროექტის დამუშავებაც. უწყების ცნობით, რეგიონში 1 მლნ ლარზე მეტი ღირებულების საექსპლუატაციო სამუშაოები მიმდინარეობს.