თელავში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. მუშაობას აგრძელებს საკორდინაციო შტაბიც. არსებული ინფორმაციით, სტიქიის შედეგად გამოწვეული ზარალი იმდენად დიდია, რომ მის აღმოფხვრას ადგილობრივი ბიუჯეტი ვერ გაწვდება. ქალაქის ნაწილს ელექტროენერგია კვლავ არ მიეწოდება, ბუნებრივი აირის ქსელი კი უმეტეს ტერიტორიაზე უკვე აღდგენილია. გარემოს დაცვის სპეციალისტები ამბობენ რომ ის რაც თელავში მოხდა მრავალი ფაქტორის ერთობლიობამ გამოიწვია. ექსპერტები აღნიშნავენ რომ მსგავსი უბედური შემთხვევების აღმოსაფხვრელად აუცილებელია სახელმწიფომ სტიქიის მართვის დეტალური გეგმა შეიმუშავოს.