რატომ გაიცა ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟის ნებართვა - Palitra News

რატომ გაიცა ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟის ნებართვა

2026-07-14 09:55:47+04:00

თბილისის მერია ადასტურებს, რომ ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟის ნებართვა გაიცა. როგორც უწყების გაცხადებაშია აღნიშნული, მთავრობის, 2025 წლის განკარგულებით „ტერიტორიის განვითარება გულისხმობს სასტუმროს პროექტის შექმნას, რაც შესაძლოა მოიცავდეს სადემონტაჟო სამუშაოებს. როგორც ცნობილია, აღნიშნული ტერიტორია წლების მანძილზე წარმოადგენდა მიტოვებულ სამშენებლო ობიექტს, რომელიც 2022 წლიდან კერძო საკუთრებაშია. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 6 მაისის განკარგულების თანახმად, ტერიტორიის განვითარება გულისხმობს სასტუმროს პროექტის შექმნას, რაც შესაძლოა მოიცავდეს სადემონტაჟო სამუშაოებს.