ისაკო დევიძეს, რომელსაც სასამართლოს შეურაცხყოფას ედავებოდნენ, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - Palitra News

ისაკო დევიძეს, რომელსაც სასამართლოს შეურაცხყოფას ედავებოდნენ, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

2026-07-13 12:50:41+04:00

დემონსტრანტ ისაკო დევიძეს, რომელსაც სასამართლოს შეურაცხყოფას ედავებოდნენ, საპროცესო შეთანხმება 1-წლიანი რეალური სასჯელით გაუფორმდა.

მოსამართლე ნინო ნაჭყებიამ დევიძე წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და მხარეებს შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება დაამტკიცა.

ისაკო დევიძე პენიტენციურ დაწესებულებას 6 თვეში დატოვებს.

ცნობისთვის, ისაკო დევიძე ის 2025 წლის 20 დეკემბერს, ადმინისტრაციული წესით დააკავეს, მას პოლიციელის შეურაცხყოფას ედავებოდნენ და 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. აღნიშნული ვადის ამოწურვამდე, მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით წარუდგინეს, რაც სასამართლოს უპატივცემლობას გულისხმობს. კერძოდ კი, დევიძეს მოსამართლე ზვიად ცეკვავასთვის შეურაცხყოფის მიყენებას ედავებოდნენ.