რუსეთის სტრატეგიულ ობიექტებზე ახალი დარტყმები – უკრაინის მორიგი ოპერაცია - Palitra News

რუსეთის სტრატეგიულ ობიექტებზე ახალი დარტყმები – უკრაინის მორიგი ოპერაცია

2026-07-13 12:41:49+04:00

უკრაინა - რუსეთის ენერგეტიკულ და სამხედრო-ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაზე შეტევებს აგრძელებს. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ბოლო ოპერაციის დროს შორი მოქმედების უპილოტო საფრენი აპარატებითა და საზღვაო დრონებით დარტყმები განხორციელდა სამარის ოლქში მდებარე სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, ასევე აზოვის ზღვაში რუსეთის 10 ნავთობტანკერსა და ოთხ ბორანზე, რომლებიც, კიევის განცხადებით, სამხედრო ტვირთებისა და სანქციების გვერდის ავლით ნავთობპროდუქტების გადაზიდვას ემსახურებოდა. უკრაინული მხარე ასევე იუწყება, რომ დაზიანებულია საწვავით დატვირთული სარკინიგზო შემადგენლობა ტოკმაკის მიმართულებით და ნოვატეკის ნავთობგადამამუშავებელი კომპლექსი ლენინგრადის ოლქში. ფრონტის ხაზზე მიმდინარე ბოლო ცნობები.