რუსული მხარის ინფორმაციით, მოსკოვზე ასობით დრონით იერიში განხორციელდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები - Palitra News

რუსული მხარის ინფორმაციით, მოსკოვზე ასობით დრონით იერიში განხორციელდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

2026-07-13 09:46:32+04:00

რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 350-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს, რომლებიც მოსკოვის რეგიონისკენ მიფრინავდნენ, - ინფორმაციას რუსული მედია მოსკოვის მერზე სერგეი სობიანინზე დაყრდნობით ავრცელებს.

მანამდე, მოსკოვის ოლქის გუბერნატორმა ანდრეი ვორობიოვმა განაცხადა, რომ ქალაქ ისტრაში, დრონის ჩამოვარდნის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა. ამასთან, ხუთ კერძო სახლს ხანძარი გაუჩნდა.

გარდა ამისა, მოსკოვის ოლქის ქალაქ სოლნეჩნოგორსკში დრონი მრავალსართულიან შენობას შეეჯახა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა. შენობის კედელი და ფანჯრები დაზიანდა.

თავდასხმის შედეგად ორი სახლი დაზიანდა სოფელ ბაბკინოშიც, თუმცა არავინ დაშავებულა.