უკრაინა რუსეთის ენერგეტიკულ და სამხედრო-ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაზე შეტევებს განაგრძობს - Palitra News

უკრაინა რუსეთის ენერგეტიკულ და სამხედრო-ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაზე შეტევებს განაგრძობს

2026-07-13 09:21:21+04:00

უკრაინა რუსეთის ენერგეტიკულ და სამხედრო-ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაზე შეტევებს განაგრძობს. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ბოლო ოპერაციის დროს შორი მოქმედების უპილოტო საფრენი აპარატებითა და საზღვაო დრონებით დარტყმები განხორციელდა სამარის ოლქში მდებარე სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, ასევე აზოვის ზღვაში რუსეთის 10 ნავთობტანკერსა და ოთხ ბორანზე, რომლებიც, კიევის განცხადებით, სამხედრო ტვირთებისა და სანქციების გვერდის ავლით ნავთობპროდუქტების გადაზიდვას ემსახურებოდა. უკრაინული მხარე ასევე იუწყება, რომ დაზიანებულია საწვავით დატვირთული სარკინიგზო შემადგენლობა ტოკმაკის მიმართულებით და ნოვატეკის ნავთობგადამამუშავებელი კომპლექსი ლენინგრადის ოლქში. რუსეთი ადასტურებს სამარის ოლქში თავდასხმას, თუმცა აცხადებს, რომ საჰაერო თავდაცვამ დრონების უმეტესობა ჩამოაგდო და შეტევები ფრონტის ვითარებას ვერ შეცვლის.