ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 4 333 მიაღწია, 16 740 კი დაშავდა. ვენესეულას ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტი ხორხე როდრიგესი აცხადებს, რომ დაღუპულთაგან 315 ჯერ კიდევ არ არის იდენტიფიცირებული. სტიქიის შედეგად, ვენესუელას 17 000 მაცხოვრებელი უსახლკაროდ არის დარჩენილი. გავრცელებული ინფორმაციით, დაზარალებულებისთვის საცხოვრებლის განაწილება მომავალ კვირაში დაიწყება. ვენესუელაში 7.2 და 7.5 მაგნიტუდის ორი ძლიერი მიწისძვრა 24 ივნისს მოხდა. გაერო-ს მიგრაციის სააგენტოს განცხადებით, სტიქიამ, შესაძლოა, 6.8 მილიონამდე ადამიანზე მოახდინოს გავლენა.