უკრაინის თავდაცვის ძალებმა აზოვის ზღვაში 21 რუსულ ტანკერს დაარტყეს. ასევე, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსულ საბუქსირო და სატვირთო გემებსაც დაარტყეს. გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის მიერ აზოვის ზღვაში განხორციელებული დარტყმების შემდეგ რუსეთმა დონ-აზოვის არხში საზღვაო მიმოსვლა შეაჩერა. მათივე ინფორმაციით, 12 ივლისის ღამეს თავდაცვის ძალებმა სამარის ოლქში, სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს. ქარხანაში აფეთქებები და ხანძარი დაფიქსირდა, ზარალის შეფასება მიმდინარეობს.
გენერალური შტაბის ცნობით, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის საპროექტო სიმძლავრე წელიწადში დაახლოებით 8.5 მილიონი ტონა ნავთობია. იგი აწარმოებს ბენზინს, დიზელს, საავიაციო საწვავს და სხვა ნავთობპროდუქტებს, რომელიც რუსეთის არმიის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად გამოიყენება.