ამერიკელი სენატორი ლინდსი გრემი გარდაიცვალა - Palitra News

ამერიკელი სენატორი ლინდსი გრემი გარდაიცვალა

2026-07-12 11:08:43+04:00

ამერიკელი სენატორი ლინდსი გრემი 71 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას სენატორის ოფისი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ლინდსი გრემი, შაბათ საღამოს, „მოულოდნელი და ხანმოკლე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა".

„სენატორ გრემის ოჯახი მადლობას გიხდით ამ დროს გამოთქმული ლოცვებისთვის და ითხოვს პირადი ინფორმაციის დაცვას ამ წარმოუდგენლად რთულ პერიოდში", - აღნიშნულია სენატორია ოფისის განცხადებაში.