თელავში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დაიწყო. კავკასიონის ქუჩაზე, სადაც უხვმა ნალექმა და ადიდებულმა ხევმა ყველაზე მეტი პრობლემა შექმნა, მძიმე ტექნიკა მუშაობს. ამ დროისთვის წყლის დონემ დაიწია და გზა ქვა-ღორღისგან იწმინდება.
ასევე, ამ დრომდე მოძრაობა აკრძალულია ქალაქის რამდენიმე ცენტრალურ უბანში. აგრარული ბაზრის ტერიტორიიდან მოქალაქეების უსაფრთხოებიდან გამომდინარე მათი ევაკუაცია განხორციელდა. მოძრაობას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები აკონტროლებენ.
ქალაქში ვითარება ღამის სამ საათზე გაუარესდა.