თელავში უხვი ნალექის შედეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა - Palitra News

თელავში უხვი ნალექის შედეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა

2026-07-12 09:12:33+04:00

თელავში უხვი ნალექის შედეგად, ადიდებულია თელავის ხევი, რის გამო დატბორილია კავკასიონის და ალაზნის გამზირის ქუჩების ნაწილი. უხვმა ნალექმა ხევის კალაპოტი გაარღვია და წყალი ქუჩებში მიედინება.

დატბორილია კორპუსების პირველი სართულები, კომერციული ფართები, აფთიაქები და მაღაზიები. დაზიანებულია ავტომობილები. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, სამაშველო სამსახური და ადგილობრივი ხელისუფლება.