„შიგნით აქცია, გარეთ სანქცია“ - ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგია უცვლელია. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ მსგავსი გეგმა ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგაა მიმართული. ხელისუფლებას ეჭვი ეპარება როგორც ზოგადად ოპოზიციის შესაძლებლობებში, ისე ნაციონალური მოძრაობის განახლებაში. „ნაციონალური მოძრაობის“ რებრენდინგი წარმოუდგენელია.