ევროკავშირის გაფართოების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, ამ დროს ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ საქართველო ევროკავსირში გაწევრიანების გზაზე მოწინავე ქვეყნებს შორის არ არის. დიპლომატი იმედოვნებს, რომ ეს დროებითია. პოზიციას, რომ საქართველო მნიშვნელოვანი პროცესის მიღმა რჩება, როცა უკრაინა და მოლდოვასთვის მოლაპარაკებების კიდევ ერთი კლასტერი გაიხსნა, იზიარებს ქართული ოპოზიცია. ევროკავშირი-საქართველოს გართულებული ურთიერთობების გამო საკუთარ პასუხისმგებლობას ვერ ხედავს ქართული ოცნება. სახელისუფლებო გუნდი დამნაშავეს ევროკავშირში ეძებს.