„შიგნით აქცია, გარეთ სანქცია“ - ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგია უცვლელია. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ მსგავსი გეგმა ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგაა მიმართული. უფრო მეტიც, ირაკლი კობახიძემ ამ განცხადების გამო საგამოძიებო უწყებების მხრიდან სამართლებრივი შეფასების აუცილებლობაზე მიუთითა. ხელისუფლებას ეჭვი ეპარება როგორც ზოგადად ოპოზიციის შესაძლებლობებში, ისე ნაციონალური მოძრაობის განახლებაში. „ნაციონალური მოძრაობის“ რებრენდინგი წარმოუდგენელია. - გაანცხადა დღეს მედიასთან კახა კალაძე.