პაველ ჰერჩინსკი ალეკო ელისაშვილის განაჩენზე - ეს სასამართლო სისტემის საქმეა - რაზეც შემიძლია კომენტარი გავაკეთო არის ის, რომ ევროკავშირი დგას პრინციპებზე: შეკრების, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება - Palitra News

პაველ ჰერჩინსკი ალეკო ელისაშვილის განაჩენზე - ეს სასამართლო სისტემის საქმეა - რაზეც შემიძლია კომენტარი გავაკეთო არის ის, რომ ევროკავშირი დგას პრინციპებზე: შეკრების, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება

2026-07-11 14:07:28+04:00

ეს სასამართლო სისტემის საქმეა და არა ჩემი, რომ კომენტარი გავაკეთო, - ასე უპასუხა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ პარტია „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის ალეკო ელისაშვილის მიმართ გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.

„რაც შეეხება შეკითხვას განაჩენის გამოტანასთან დაკავშირებით. ეს სასამართლო სისტემის საქმეა და არა ჩემი, რომ კომენტარი გავაკეთო. რაზეც შემიძლია კომენტარი გავაკეთო არის ის, რომ ევროკავშირი პრინციპებზე დგას. ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპებია: შეკრების თავისუფლება, სიტყვის თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება. ეს ფუნდამენტური პრინციპებია, რომლებიც ყველა ქვეყანამ უნდა დაიცვას, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.