ქალაქ ვოლენდამში ნათია ახვლედიანის ფილმის „ომის გზაგამოვლილი ქალების“ პრემიერა გაიმართა. ქართველმა კინორეჟსორმა განათლება ნიდერლანდების სამეფოში მიიღო და სადებიუტო ფილმი აფხაზეთს მიუძღვნა. სცენარისთვის გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ ჭუბერის ეპიზოდები გამოიყენა. ფილმში ნიდერლანდების სამეფოში მოქმედი ქართული სამოყვარულო თეატრ „ათინათის“ მსახიობები და აფხაზეთიდან დევილი ქალები მონაწილეობენ. რეჟისორმა აფხაზეთის ომის და ჭუბერის უღელტეხლის სცენები ორიგინალური ხერხით -ანიმაციის საშუალებით გააცოცხლა ეკრანზე. თავად ამბებს კი ომგამოვლილი ქალები და მსახიობები ყვებიან. საპრემიერო ჩვენებას საქართველოს საკონსულოს წარმომადგენლები, ჰოლანდიელი და ემიგრანტი ქართველები დაესწრნენ. ჰოლანდიაში ფილმის სანახავად ჩავიდნენ ბელგიასა და გერმანიაში მცხოვრები ემიგრანტებიც. ნათია ახვლედიანის ფილმი არაერთ კინოფესტივალზე იქნება წარდგენილი, რომლის შემდეგ საპრემიეროო ჩვენება უკვე საქართველოში გაიმართება.