საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მიმდინარეობს დაჭრილი მებრძოლების დღისადმი მიძღვნილი კვირეული - Palitra News

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მიმდინარეობს დაჭრილი მებრძოლების დღისადმი მიძღვნილი კვირეული

2026-07-11 12:40:30+04:00

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მიმდინარეობს დაჭრილი მებრძოლების დღისადმი მიძღვნილი კვირეული, რომელიც სპორტული შეჯიბრებებით არის დატვირთული. კვირეულის ფარგლებში, დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები ინდივიდუალურ და გუნდურ შეჯიბრებებში მონაწილეობენ. მათ უკვე იასპარეზეს სპორტის სხვადასხვა სახეობაში. გამარჯვებულები თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა შესაბამისი სინჯის მედლებით დააჯილდოვეს. დაჭრილ მებრძოლთა კვირეულის მიზანია დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების მხარდაჭერა, რესოციალიზაცია და მათი მიღწევების წარმოჩენა.