სამართალდამცველებმა კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, დროებით საცხოვრებელ სახლში მოწყობილ ე.წ. ლაბორატორიაში, სხვადასხვა ქიმიური საშუალებისა და პრეკურსორების გამოყენებით, ნარკოტიკულ საშუალებებს ამზადებდა. ამოღებულია მათ შორის „მეფედრონი“ და „ალფა პვპ“ დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.