როგორ ეხმაურებიან პოლიტიკოსები ალეკო ელისაშვილის განაჩენს - Palitra News

როგორ ეხმაურებიან პოლიტიკოსები ალეკო ელისაშვილის განაჩენს

2026-07-11 12:37:27+04:00

ძლიერი საქართველო ლელოს ერთ-ერთ ლიდერს ალეკო ელისაშვილს ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობისთვის 13 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ელისაშვილი ბრალის გამოცხადებამდე სასამართლო დარბაზიდან რეპლიკების გამო გააძევეს. მოსამართლის გიორგი გელაშვილის გადაწყვეტილებას ალეკო ელისაშვილი მეუღლე სასაცილოს უწოდებს და აცხადებს, რომ მოსამართლემ ქართული ოცნების დავალება ფურცელზე ოფიციალურად გადაიტანა და ალეკო ელისაშვილი ტერორისტად გამოაცხადა. განაჩენს ეხმაურება „ძლიერი საქართველო ლელოც“, ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოში სასამართლო არ ემსახურება მართლმსაჯულებას და ის პოლიტიკური ანგარიშსწორების ინსტრუმენტადაა ქცეული. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ სასამათლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და ის პოლიტიკურად მოტივირებულია. პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის თქმით კი ALDE-მ ან უნდა აიძულოს პარტია „ლელო“ გაემიჯნოს ტერორიზმს, ან გარიცხოს „ლელო" საკუთარი რიგებიდან.