Human Rights Watch-ის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლება დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების მიმართ რეპრესიულ სამართლებრივ მექანიზმებსა და ფინანსურ შეზღუდვებს იყენებს. ორგანიზაციის ანგარიშში აღნიშნულია, რომ უცხოელი აგენტის სტატუსის შემოღება და დაფინანსებაზე კონტროლის გამკაცრება გაუმართლებელი ზომებია. დოკუმენტში ასევე ყურადღება პოლიტიკურად მოტივირებულ სისხლისსამართლებრივ საქმეებზეა გამახვილებული. ოპოზიციის შეფასებით, ანგარიში ქვეყანაში არსებულ ვითარებას რეალისტურად ასახავს და საქართველოს საერთაშორისო იმიჯზე უარყოფითად აისახება.